1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არაქალკედონური ანუ ორიენტალურ მართლმადიდებლური ეკლესიები

Gk. monophysis
ზოგჯერ მონოფიზიტურ ეკლესიებს უწოდებენ, რადგან ისინი არ აღიარებენ ქალკედონში (კონსტანტინოპოლის სიახლოვეს) ახ.წ. 451 წელს მეოთხე ეკუმენურ (მსოფლიო) საბჭოზე დამტკიცებულ დოქტრინას იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ (ერთი – სრულიად ადამიანური, მეორე – სრულიად ღვთიური); მონოფიზიტთა აზრით, იესო ქრისტე, როგორც წმინდა სამების მეორე წევრი, ერთბუნებოვანია და ეს ბუნება ღვთიურია. აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ისევე, როგორც რომის კათოლიკური ეკლესია და პროტესტანტული აღმსარებლობები, ქადაგებს პირველი შვიდი ეკუმენური საბჭოს სწავლანს, მათ შორის ქალკედონურისასაც (შვიდივე საბჭო შედგა ახ. წ. 325-787 წლებს შორის).
Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9