1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

CA CB CC CD CE CF CI CM CO CP CR CS CT
CRC CRD CRI CRU

Cristeros

ჯვრის მტვირთველები. მექსიკაში ახალი პოლიტიკური ეპოქის დასაწყისის ერთ-ერთი თავისებურება იყო ის, რომ შესაძლებელი გახდა მანამდე მრავალჯერ წარუმატებლად ნაცადი სეკულარიზაციის განხორციელება. თუმცა ეს უმტკივნეულოდ როდი მოხდა – ამან 1920-იან წლებში რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია. სეკულარიზებულ ეროვნულ მთავრობას ორთოდოქსული კათოლიკური მოძრაობა, ე.წ. Cristeros (ჯვრის მტვირთველები), დაუპირისპირდა. ამ რელიგიურ მოძრაობას, რომელმაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მოიცვა (1926-1929 წწ. აჯანყებები მოხდა ზაკატეკასში, მიჩუაკანში, კოლიმასა და გუანახუატოში) შედეგად ის მოჰყვა, რომ ახალი პოლიტიკური სისტემა იმთავითვე ანტიკათოლიკური იყო და მისი ინკლუზიურობა რელიგიურ სფეროზე არ ვრცელდებოდა.
Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9