1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაძ მაჰ

მართლმადიდებლური ეკლესია

დახლოებით 300 მილიონ წევრს ითვლის მსოფლიო მასშტაბით (ციფრები ცვალებადია), სიდიდით მესამეა ქრისტიანულ აღმსარებლობათაგან და ქრისტიანთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 15 პროცენტს წარმოადგენს. ასი ან ასზე მეტი მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებად იწოდებოდნენ. შემდეგ დიდ კონცენტრაციას ისტორიულად მართლმადიდებლური სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისეთ სახელმწიფოებში ვხვდებით, როგორიცაა: საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბეთი-მონტენეგრო და კვიპროსი (მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური უმცირესობებია ევროპის სხვა ნაწილებში). მართლმადიდებელი ქრისტიანები ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიის, ლიბანისა და ეგვიპტის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. მნიშვნელოვან მართლმადიდებლურ თემებს ვხვდებით აფრიკაში, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაბოლოს, არაქალკედონური ანუ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანები უმრავლესობას წარმოადგენენ სომხეთში და პროცენტულად, ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად მნიშვნელოვან უმცირესობებს – ეთიოპიაში, სომალიში და ეგვიპტეში (სადაც მათ კოპტების სახელით იცნობენ).
Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9