1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქართული არჩევნები

საქართველოში არჩევნები, როგორც ხელისუფლების ფორმირების საშუალება, პირველად 1919 წლის მარტში ჩატარდა. არჩეული იქნა დამფუძნებელი კრება. აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. მოგვიანებით, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პერიოდში, სამოცდაათი წლის განმავლობაში, არჩევნები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. არჩევნების მიზანი ხელისუფლების ფორმირების დროს ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვაა, ხოლო საბჭოთა პერიოდში, პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობის გამო, არჩევნები არ შეიძლებოდა ასეთად მიგვეჩნია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში არაერთი არჩევნები ჩატარდა, თუმცა საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბება მაინც ვერ მოხერხდა. 17 წლის მანძილზე ყველა არჩევნების წინ საგანგებოდ ხდება საარჩევნო კანონმდებლობის კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციისათვის მორგება, რაც უარყოფითად მოქმედებს არჩევნების თვით იდეის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე. საარჩევნო პროცედურების ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ საარჩევო კოდექსი მიღებული ყოფილიყო ორგანული კანონის სახით, რაც მას სიხისტეს შემატებდა და მასში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება არცთუ ისე მარტივი იქნებოდა, თუმცა რეალურმა მდგომარეობამ ცხადყო, რომ კანონზე მაღალი აქტის არსებობაც კი ვერ უშლის ხელს არჩევნების პროცედურების სისტემურ ცვალებადობას, განსაკუთრებით სწორედ არჩევნების წინ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ერთბაშად დასამყარებლად და კონსტიტუციაში ასახული საქართველოს მოქალაქეთა ნება – „დაამყარონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება“ – ჯერ კიდევ მომავალში განსახორციელებელ მიზნად რჩება. საქართველოში არჩევნები გამოიყენება სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) ასარჩევად, საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დასაკომპლექტებლად. არსებობს ძირითადი, ყველა ორგანოს არჩევნებისათვის საერთო, პრინციპები და აგრეთვე ისეთი დებულებები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული თითოეული მათგანისათვის. არჩევნები შეიძლება გავყოთ სამ ძირითად ეტაპად: 1. წინასაარჩევნო პერიოდი; 2. კენჭისყრა; 3. კენჭისყრის შემდგომი პერიოდი.
Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9