ყველა თანამედროვე მსხვილი და მძლავრი დემოკრატია არამარტო სხვა სუსტ დემოკრატიებთან, არამედ ზოგიერთ ავტოკრატიასთან ერთად ურთიერთდამოკიდებულების რთულ ბადეშია გახლართული. პრინციპში, არჩეული ნაციონალური ლიდერები სუვერენულები არიან (ანუ მხოლოდ თავიანთი ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე უწევთ ანგარიშგება), მაგრამ პრაქტიკულად მათი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია ტრანსნაციონალურ კომპანიათა გადაწყვეტილებების, იდეათა გავრცელების, საზღვარზე პირთა გადაადგილებისა და მეზობლების პოლიტიკური გავლენის კონტროლის თვალსაზრისით. რაკიღა მათი ძალაუფლება სახელმწიფოს ჩარჩოებითაა დასაზღვრული, მათთვის სულ უფრო რთული ხდება თავიანთი მოქალაქეების კეთლდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008