1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ასა ასე ასი ასკ ასო ასტ ასუ

ასიმილატორული საგანმანათლებლო პარადიგმა

გულისხმობს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის მხოლოდ დომინანტი ეთნიკური ჯგუფის ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას და უფლების წართმევას, თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება და შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა. ეს მიდგომა მთლიანად თავსდება ვან გენეპის მოდელში (1960), რომელიც მოიცავს სამფაზიან პროცესს (სეპარაცია, ტრანზიტი და ინკორპორაცია) და გულისხმობს პიროვნების სრულ მოწყვეტას მშობლიური კულტურისგან და სრულ ასიმილაციას დომინანტ ეთნიკურ ჯგუფთან (რენდონი, ჯალომო და ნორა, 2003). მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ორი მიდგომა ასიმილატორული პარადიგმის შიგნით: ა) ნებაყოფლობითი ასიმილაცია და ბ) ძალდატანებითი ასიმილაცია. განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის ისაა, რომ ნებისმიერ ინდივიდს აქვს უფლება, ნებაყოფლობით იქნეს ასიმილირებული დომინანტ ეთნიკურ ჯგუფთან, და ეს არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მისი უფლებების დარღვევა (სვანიძე, 2005);
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9