1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბიბ ბიზ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიუ ბიფ ბიჰ

ბილინგვური განათლება

როგორც ჰორბერგერი აღნიშნავდა, არის „რესურსი და არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას“ (2000, გვ. 173). ხოლო ვარგესი (2004) კი ხაზს უსვამს ორ განსხვავებულ მიდგომას ბილინგვური განათლების აღქმისას. პირველი მიდგომა გულისხმობს, რომ ბილინგვური განათლების მთავარი მიზანი მშობლიური ენიდან მეორე ენაზე გადასვლაა. მეორე მიდგომა რადიკალურად განსხვავდება პირველისგან და გულისხმობს, რომ ბილინგვური განათლების მთავარი მიზანი ორი ენის ერთდროულად სრულყოფაა. ტრილოსის (1998) განმარტებით, ბილინგვური განათლების პოლიტიკა აუცილებლად ხაზგასმით უნდა აცხადებდეს იმ ხუთ მიზანს, რომლის მიღწევასაც ეწრაფვის ბილინგვური განათლება. ეს მიზნებია: 1) ბიკულტურიზმი, ანუ უნარი, თავი იგრძნო საზოგადოების სრულყოფილ წევრად როგორც საკუთარ ეთნიკურ ჯგუფში, ასევე დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა შორის; 2) ბილინგვალიზმი, ანუ მაღალპროფესიული უნარი, ფლობდე ორ ენას; 3) ორი კულტურის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ზიარება; 4) კეთილგანწყობილი დამოკიდებულება განსხვავებული ლინგვისტური და კულტურული ჯგუფების მიმართ; 5) ეთნიკური უმცირესობებისთვის თანასწორი განათლების მიღების საშუალება (ამონარიდი: მეხია, 2004, გვ. 394). ამასთან, ბილინგვური განათლება არ უნდა ატარებდეს „საკომპენსაციო და დამაბალანსებელ“ ხასიათს, არამედ უნდა იყოს „გამამდიდრებელ-შემმატებელი“ პროგრამა (სან მიგელი, 2003 გვ. 30). მულტილინგვური/ბილინგვური განათლების ეფექტურად განხორციელებისათვის ინსტიტუციონალურ დონეზე სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია გასათვალისწინებელი: სკოლის, თემის და მშობლების ჩართულობა ამ პროცესში.
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9