1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიქტაბლანდა და დემოკრადურა

როცა გარდამავალი პერიოდი ზემოდან არის ინიცირებული და თავსმოხვეული, ძველი მმართველები საკუთარ ინტერესებს იმით იცავენ, რომ ახალ, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ რეჟიმს „ავტორიტარული“ ილეთების ხიბლით აცდუნებენ. როცა ეს სახელმწიფოები ლიბერალიზაციას დემოკრატიის გარეშე იწყებენ (ანუ, როცა ისინი ზოგიერთ ინდივიდუალურ უფლებას თმობენ, მაგრამ ხალხის, მოქალაქეების წინაშე თავიანთი ანგარიშვალდებულების გარეშე), წარმოიქმნება რეჟიმი, რომელიც დიქტაბლანდად მოიხსენიება. – პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც დემოკრატიზაცია ლიბერალიზაციის გარეშე ხორციელდება (ანუ, როცა არჩევნები იმართება, მაგრამ მმართველი პარტიის გარანტირებული გამარჯვების პირობით, როცა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობა გამოირიცხება, ან არჩეულ მოქალაქეებს ნამდვილი მართვის შესაძლებლობა ერთმევათ) ნეოლოგიზმი დემოკრადურა შეიძლება მივუსადაგოთ. დიქტაბლანდებიცა და დემოკრადურებიც, განსაკუთრებით ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკაში, საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად იქცნენ, ვინაიდან ავტორიტარულ მმართველებს თავიანთ სახელმწიფოებში დემოკრატიული მექანიზმების შემოტანით დემოკრატიზაციის მომთხოვნი საერთაშორისო ძალების თვალის ახვევა სურთ ხოლმე.
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9