1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პლა პლე პლი პლო პლუ

პლურალისტური/ინტეგრაციული საგანმანათლებლო პარადიგმა

გულისხმობს ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდის კომპეტენციას ორ ენაზე და ორ კულტურაში. ეს პარადიგმა უარყოფს როგორც ასიმილატორულ, ასევე იზოლაციონისტურ პარადიგმებს და, ერთი მხრივ, გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების მიერ მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებას და განვითარებას და, მეორე მხრივ, დომინანტი ეთნიკური ჯგუფის ენასა და კულტურისადმი ზიარებას. ეს მიდგომა მთლიანად თავსდება დი ანდეს მიერ შემოთავაზებულ „ორმაგი სოციალიზაციის“ მოდელში (1984), რომელიც გულისხმობს, რომ ამ მოდელის პირობებში ინდივიდს ეფექტური და წარმატებული ფუნქციონირების შესაძლებლობა ექნება როგორც მშობლიურ, ასეთვე დომინანტი ეთნიკური ჯგუფის კულტურულ გარემოში (რენდონი, ჯალომო და ნორა, 2003).
Source: სოლიდარობა №2(23),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9