1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლეიკემია

სისხლის სისტემური დაავადება. საქართველოში სისხლის გათეთრებადაც მოიხსენიებენ. სიმსივნური დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. დაავადებულ ორგანიზმში მკვეთრად მატულობს სისხლის უმწიფარი თეთრი უჯრედების რაოდენობა. ამის შედეგად მცირდება სისხლის ნორმალური თეთრი უჯრედებისა (ლეიკოციტების) და სხვა ნაწილაკების რაოდენობა, რაც ხელს უშლის ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას: არ ხდება ორგანიზმის ნორმალურად მომარაგება ჟანგბადით, ქვეითდება იმუნიტეტი, რთულდება სისხლდენის შეჩერება. მიუხედავად მრავალრიცხოვანი კვლევებისა, დღეისთვის ლეიკემიის გამომწვევი ერთი რომელიმე მიზეზი არ არის დადგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ცალსახა მიზეზი არც არსებობს. ლეიკემია მრავალმიზეზიან დაავადებად ითვლება, რომელთა შორისაა გენეტიკური განწყობა და გარემო ფაქტორები (გამოსხივება, ქიმიკატები და ა.შ.). ლეიკემიის ორი ფორმა არსებობს: მწვავე და ქრონიკული. აღსანიშნავია, რომ მწვავე ლეიკემიით ძირითადად ბავშვები და მოზარდები ავადდებიან. ზოგადად, სიმსივნური დაავადება ბავშვებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ბევრი გართულება ახლავს თან. რაც შეეხება მწვავე ლეიკემიას, სპეციალისტების შეფასებით, ის ყველაზე ხშირი სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ასაკში გვხვდება.
Source: სოლიდარობა №16(17),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9