1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ახა ახლ ახუ ახწ

ახალი რადიკალური მემარჯვენეების ნაციონალიზმი

გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. იგი უფრო სხვადასხვა მემარჯვენე პარტიების იდეოლოგიაა და ნაკლები მხარდამჭერები ჰყავს მასაში. ახალი მემარჯვენე რადიკალების იდეოლოგია ნეოლიბერალიზმისა და კულტურული ავტორიტარიზმის ერთგვარ კომბინაციას წარმოადგენს. კლასიკური ფაშიზმისაგან განსხვავებით, რომელიც ეკონომიკაში ანტიკაპიტალისტურ და ანტილიბერალურ პოზიციებზე იდგა, მემარჯვენე ნაციონალიზმი მხარს უჭერს რადიკალურ ლიბერალიზმს ეკონომიკაში და რადიკალურ კონსერვატიზმს სოციალურ და კულტურულ სფეროში. ბოლო წლებში ამ ნაციონალიზმის წარმომადგენლები საგრძნობლად გაემიჯნენ რასიზმს და აცხადებენ, რომ მათი წინააღმდეგობა იმიგრაციის პროცესისადმი სოციალური შინაარსისაა და არა ბიოლოგიური ან კულტურული. სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება ამ ნაციონალიზმის სხვადასხვა მიმართულებებს შორის განსხვავებულია.
Source: სოლიდარობა №3(12),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9