1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ზა ზე ზი ზო ზღ
ზოგ ზომ ზონ ზორ ზოს

ზოგადი

პრედიკატი, ანუ ის, რაც საგანი არ არის, მაგრამ რაც საგანს ახასიათებს. ეს ნიშნავს, რომ ზოგადი არის საგნის თვისება. ზოგადის ეს განსაზღვრება პროდუქტიული აღმოჩნდა. მას შემდეგ მთელი ლოგიკა ამ საფუძვლიდან ამოდის. ერთი შეხედვით ორივე განსაზღვრება უწყინარია და არაფრის მანიშნებელი. მაგრამ ჩვენთვის ამ ცვალებადობას ევროპული ცივილიზაციის სათავეში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. როდესაც ჩვენ ვამბობთ - არსებობს ცხენის იდეა, რომლის კონკრეტული გამოვლენაა ცხენი - ნიშნავს, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცხენს გააჩნია საკუთარი, დამოუკიდებელი არსება, და რომ ეს არსება სხვადასხვანაირად, სრულად თუ არასრულად, გამოიხატება სხვადასხვა საგნებში. ეს შეხედულება გვეუბნება, რომ საგნებს, კონკრეტულობებს აქვთ ყველაფრისაგან დამოუკიდებელი არსება, მნიშვნელობა.
Source: თევზაძე გიგი. მომავლის ნიშნები : (ყოფიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი] - თბ. : [მერიდიანი], 1995
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9