1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარჯნის რიფები

Nat. Sci.
ისინი გავრცელებულნი არიან მეჩხერ წყლებში, ტროპიკული სანაპირო ხაზის გასწრივ, სადაც ზღვის წყალი არის თბილი და სუფთა, ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკოსისტემა მსოფლიოში, ამ პროდუქტიულობის საფუძველი არის კომბინაცია რიფების პროდუქტიულობის და მის გარშემო არსებული გარემოსი. ძირითადად მარჯნის რიფებით მეთევზეები სარგებლობენ რადგან მარჯნის რიფები თავისი პროდუქტიულობით ბევრი თევზის სახეობისათვის მიმზიდველია, დაახლოებით მსოფლიოს თევზის სახეობების 1/3 მარჯნის რიფებთან ან მის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. ინდონეზიის თევჭერის 90%-ს რიფებზე მიმდინარე თევზჭერა შეადგენს, მარჯნის რიფები ტურისტული ბიზნესის განუყოფელ ნაწილად იქცა ტროპიკულ ქვეყნებში. მას ასევე ერთგვარი დაცვის ფუნქციაც აკისრია, იგი ქმნის ბუნებრივი დაცვის ბარიერს, ამცირებს პლაჟების ეროზიას. მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ის მოვლენა რომელი ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას სამშენებლო მოქმედებებში, რესურსების ამ სისტემაზე მძიმე გავლენას ახდენს დაბინძურება, ნავთობის ჩაღვრები, სამრეწველო დაბინძურებული წყლები, შტორმები, „ველური” თევზაობა დინამიტის და მსგავსი საშუალებების გამოყენებით, ტურისტთა ვიზიტები რომლის შედეგადაც ზიანდება რიფის კონსტრუქცია.
Source: ინტელექტუალი №6, - [მთავარი რედაქტორი; გიორგი მადუაშვილი. რედაქტორები – თათია დოლიძე, მაია მადუაშვილი, ნინო კახიანი კორექტორი – მაია მელიქიშვილი კომპიუტერული უზრუნველყოფა – თათა ჯოხაძე მთარგმნელი – რუსუდან ჯინჭარაძე, თეა ცომაია. სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9