1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო რესპუბლიკა

დამახასიათებელია პარლამენტის უმაღლესობა სახელისუფლებო სისტემაში და, ეს როგორც წესი, კონსტიტუციის მიერვეა აღიარებული უმაღლეს სახელმწიფო ორგანოდ (სლოვაკეთი, უნგრეთი, შვეიცარია). უმაღლესობა გამოიხატება საპარლამენტო რესპუბლიკის ისეთ მთავარ თავისებურებაში, როგორიცაა მთავრობის ფორმირების საპარლამენტო წესი და მის წინაშე მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლიბა. პარლამენტი მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის ფართო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. მოცემული მოდელის პირობებში სწორედ მთავრობაზე კონტროლის ბერკეტების სიმრავლეა პარლამენტის ზემოქმედების მაჩვენებელი. როგორც წესი, მთავრობის ფორმირებაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს ან თუ მონაწილეობს მისი უფლებები ნომინალურია. საპარლამენტო რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში ცენტრალური ადგილი უკავია მთავრობის მეთაურს: კანცლერს თუ პრემიერ-მინისტრს. მთავრობის ფორმირება ხდება იმ პარტიათა მიერ, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრად უმრავლეს შემთხვევაში სწორედ გამარჯვებული პარტიის ლიდერი გვევლინება.
• პრეზიდენტს ირჩევს ან პარლამენტი ან საარჩევნო კოლეგია, რეგიონების წარმომადგენელთა განსაზღვრული რაოდენობის მონაწილეობით.შესაბამისად, პრეზიდენტი პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვერბაში უნიშვნელო ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ თვით პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთობ ფორმალიზებულია. პრეზიდენტი პოლიტიკურ არენაზე განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოდის, მაგალითად, როგორიცაა საგანგებო თუ საომარი სიტუაციები.პოლიტიკურ თუ იურიდიულ მეცნიერებებში გამოყოფენ იმ ძირითად ღირსებებს, რაც საპარლამენტო რესპუბლიკას აქვს:პრეზიდენტად ირჩევენ პროფესიონალს, რომელსაც იცნობენ და არა არაპროფესიონალ-დემაგოგს, რომელსაც ხალხის მოტყუება შეუძლია. უნდა ითქვას, რომ ეს საფრთხე მართლაც რეალურია, ისეთ ქვეყნებში, სადაც დაბალი პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურა არსებობს. ამ ტიპის საზოგადოებეში დიდია ალბათობა იმისა, რომ ქარიზმატული ლიდერი შეძლებს ხალხით მანიპულირებას, მათ გრძნობებზე ზემოქმედებას, რაც ცხადია, ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1934 წელს გერმანელების მიერ ა.ჰიტლერის არჩევა პრეზიდენტად.
• პრეზიდენტს ირჩევენ პროფესიანალები ანუ ადამიანები (დეპუტატები) რომლებმაც პოლიტიკა თავიანთ პროფესიად გაიხადეს. მათ უკეთ იციან პრეზიდენტის მუშაობის სპეციფიკა, უკეთ ესმით დროის მოთხოვნა, პირადად იცნობენ ადამიანს რომელსაც ირჩევან, მის საქმიან და პიროვნულ თვისებებს; მათ შეუძლიათ წინასწარ განსაჯონ, შეძლებს თუ არა იგი თავი გაართვას პრეზიდენტის საპასუხისმგებლო მოვალეობას.
• პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას არ სჭირდება ის დიდი მატერიალური დანახარჯები, რაც დაკავშირებულია საერთო-სახალხო არჩევნებით პრეზიდენტის არჩევასთან.
• პრეზიდენტი რეალურად ლეგიტიმურობის მაღალი ხარისით სარგებლობს, ვინაიდან მას ირჩევს ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო. პარლამენტი არის ხელისუფლების ის ორგანო, სადაც ყველას, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ჰყავს თავის ინტერესების დამცველი. სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს პრეზიდენტს ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს. ხოლო პრეზიდენტის არჩევა საერთო-სახალხო არჩევნებით მითია. იგულისხმება ის, რომ სინმდვილეში პრეზიდენტის არჩევა შეუძლია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 25%. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ბევრ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა ანუ 50%+1, ხოლო არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობას მიიღებს. ამდენად, შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი ამომრჩეველთა კორპუსის მეოთხედის მიერ იყოს არჩეული, ხოლო დანარჩენი სამი მეოთხედის ნება კი იგნორირებული იყოს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნებოდა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ელექტორატის მონაწილეობის უფრო მაღალი ზღვრის დაწესება არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის.
• საერთო-სახალხო არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც დარწმუნებულია რა იმაში, რომ მას საყოველთაო-სახალხო მანდატი აქვს შეიძლება ძალზე ამაღლდეს ხელისუფლების სხვა ორგანოებზე, ხოლო ქვეყანა თანდათანობით აღმოჩნდეს ერთი პიროვნების ავტორიტარული მმართველობის პირობებში, ხოლო თავის მხრივ საზოგადოებას მწირი შესაძლებლობები ჰკონდეს პრეზიდენტის გასაკონტროლებლად. ეს საფრთხე მართლაც რეალურად არსებობს ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს დემოკრატიული ცხოვრების დიდი ხნის გამოცდილება და აქიდან გამომდინარე, სახელისუფლებო ორგანოების მიერ ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების დიდი ხნის გამოცდილება.
• საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითადი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მის პირობებში, სადაც მთავრობა და მისი მეთაური პარლამენტის წინაშეა პასუხისმგებელი, პრაქტიკულად გამორიცხულია მოხდეს სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია მთავრობის ან მისი მეთაურის მიერ. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში კი ამ თვალსაზრისით საპირისპირო მდგომარეობა გვაქვს: პრეზიდენტის პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე შეზღუდულია. პრეზიდენტი „მიუწვდომელი“ ხდება, ხოლო მისი ქმედებები კი უკონტროლო. უმრავლეს შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის გასაკონტროლებლად რჩება მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით, განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, ძნელია მოიძიო ისეთი სახელმწიფო, სადაც პარლამენტმა თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება გამოიყენა და პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადააყენა თანამდებობიდან, მითუმეტეს როცა პოსტსოციალისტური ბლოკის ქვეყნებზე ვსაუბრობთ. ამას აქვს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტურ მიზეზებს შორის ძირითადია დემოკრატიული ცხოვრების დაბალი დონე, ჭირს იმის გაცნობიერება, რომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა პირიქით, კანონის უზენაესობისა და მის წინაშე თანასწორობის პრაქტიკაში განხორციელება. ობიექტური მიზეზებიდან აღსანიშნავია თვითონ იმპიჩმენტის გართულებული პროცედურა. მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს შემთხვევა, სადაც იმპიჩმენტის განხორციელების შესაძლებლობა საკმაოდ გართულებულია. კონკრეტულად, 1997 წლის საქართველოს ორგანული კანონოით „იმპიჩმენტის შესახებ“, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. იმის მიხედვით, თუ რაში ედება პრეზიდენტს ბრალი კონსტიტუციის დარღვევასა თუ სისხლის სამართლებრივ დანაშაულში, საკითხს განიხილავვს და დასკვნას წარადგენს საქართველოს საკონსტიტუციო ან საქართველოს უზენაესი სასამართლო. თუ სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, პარლამენტი იწყებს დასკვნის განხილვას. იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობოდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დაისმება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. ხოლო პრეზიდენტი ჩაითვლება იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა.
ღირსებების გარდა, საპარლამენტო რესპუბლიკას აქვს თავისი ნაკლოვანებები. ნაკლოვანებებს შორის მიუთითებენ ისეთ საშიშროებებზე, როგორიცაა სამთავრობო კრიზისი ანუ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მიაღწიონ კონსესუს მთავრობის ფორმირებაში; მიუთითებენ პარლამენტის მიერ ხალხისთვის სრულიად უცნობი კანდიდატის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაზე; პარლამენტი ორიენტირებული იქნება აირჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელისგანაც დათმობების მიღწევა ძნელი არ იქნება; პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მეტისმეტად დამოკიდებული შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტზე და მან დაიცვას არა საერთო-სახალსო ინტერესები, არამედ პარტიული, კორპორაციული ინტერესები და ა.შ.
Source: ინტელექტუალი №6, - [მთავარი რედაქტორი; გიორგი მადუაშვილი. რედაქტორები – თათია დოლიძე, მაია მადუაშვილი, ნინო კახიანი კორექტორი – მაია მელიქიშვილი კომპიუტერული უზრუნველყოფა – თათა ჯოხაძე მთარგმნელი – რუსუდან ჯინჭარაძე, თეა ცომაია. სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9