1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სანაპირო ტერიტორია

გარდამავალი ტერიტორია მოქცეული ხმელეთსა და ზღვას შორის, იგი შეიძლება გაგრძელდეს როგორც ხმელეთზე ასევე ზღვის სიღრმეში, ცვლად მანძილზე, დამოკიდებულია მიზნებზე, საჭიროებს განსაკუთრებულ დაწვრილებით პროგრამას. მისი საზღვრები დამოკიდებულია პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ, საკანონმდებლო, ეკოლოგიურ და სხვა სახის ფაქტორებზე. სანაპირო ზონაში გვხვდება სანაპირო დაბლობები, მიმოქცევის ტერიტორიები, ჭაობები, პლაჟებს, მარჯნის რიფები და კუნძულები. ეს ზონა გამოირჩევა რესურსების მრავალფეროვნებით, სიმდიდრით და გარკვეული რესურსების შედარებით ხელმისაწვდომობით ვიდრე ხმელეთზე, ამ რესურსებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავი საკვები რესურსები თევზეულის, კიბოსნაირების და ვეშაპების სახით, მარჯნის რიფები, სანაპიროს ჭალის ტყეები რომლის ექსპლუატაციაც ხდება ძირთადად მერქნის წარმოების მიზნით, პლაჟები – რომლის ათვისებაც ხდება ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის, ასევე ხდება სამშენებლო ქვიშის მოპოვება. მაგრამ უმთავრესი რესურსი რომელიც სანაპირო ზონაში არსებობს და იზიდავს ადამიანს არის ბუნებრივი წიაღისეულის საბადოები, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკული თუ საწაროო მიზნებისთვის ხდება. მას შემდეგ რაც გაიზარდა მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა, გაიზარდა მოთხოვნა ყველა სახის რესურსებზე რომელიც საჭიროა თანამედროვე ადამიანის არსებობისათვის, ამრიგად სანაპირო ზონა არის ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი რომელიც უზრუნველყოფილია საზღვაო რესურსების სპექტრით და ცოცხალი სამყაროთი, სანაპირო ზონას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა ვიდრე ღია ზღვას, მისი ლაგუნები, ესტუარები, წყალმარჩხი ყურეები, მარჯნის რიფები, წყალმცენარეების მინდვრები, წარმოადგენენ ინკუბატორს სანაპიროს და ოკეანის სხვა მრავალი სახეობისათვის, ამ ზონებს გააჩნიათ ბევრად მეტი მრავალფეროვნება ვიდრე ზღვის სხვა ნაწილებს. სანაპირო ზონაში გამოიყოფა 3 მთავარი ქვესისტემა.
Source: ინტელექტუალი №6, - [მთავარი რედაქტორი; გიორგი მადუაშვილი. რედაქტორები – თათია დოლიძე, მაია მადუაშვილი, ნინო კახიანი კორექტორი – მაია მელიქიშვილი კომპიუტერული უზრუნველყოფა – თათა ჯოხაძე მთარგმნელი – რუსუდან ჯინჭარაძე, თეა ცომაია. სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9