1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევთ ევრ ევქ

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

E. European Neighbourhood Policy, ENP
მოიცავს 16 ქვეყანას, რომლებიც ქმნიან ოთხ ჯგუფს: აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. ყოველმა ქვეყანამ ხელი უნდა მოაწეროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (European Neighbourhood and Partnership Instrument, ENPI) არის უმთავრესი ფინანსური საშუალება, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე (2007-2013) ექნება 12 მილიარდი ევრო. ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორ სახელმწიფოებს და რუსეთს. საქართველო, ისე როგორც სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესს დაემატა უკანასკნელ ეტაპზე, 2004 წელს. მხოლოდ 2006 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი ევროკავშირი-საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. პერიოდი, რომელშიც საქართველომ უნდა შეასრულოს ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებები, შეადგენს ხუთ წელს.
Source: სახელმწიფო პოლიტიკა:პოლონეთის გაკვეთილები სტრატეგიის განაცხადების კრებული/მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9