1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაერთიანება

გულისხმობს რაიმე მიზნის მიღწევისათვის ნებაყოფლობით გაერთიანებას. სასამართლო პრაქტიკაში მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ ორ მახასიათებელ ნიშანს: გაერთიანების ნებაყოფლობით ხასიათსა და საერთო მიზნის მიღწევას, თუმცა, უმეტეს საქმეებში, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს, გაერთიანების ნებაყოფლობით ხასიათს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება, მე-11 მუხლის მიხედვით, არის იმ ინდივიდის საქმიანობაში ჩარევისაგან თავის შეკავება, რომელსაც სურს გაერთიანების შექმნა, ისევე როგორც უკვე შექმნილი გაერთიანების საქმიანობაში ჩარევისაგან თავის შეკავება. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებით, არამედ გულისხმობს მისი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამ უფლების რეალიზაციისათვის.
Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9