1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოზიტიური დისკრიმინაცია

  1. პრივილეგიათა სისტემა საზოგადოების დისკრიმინირებული ჯგუფისათვის, რომელიც ამ ჯგუფს აძლევს გათანასწორების შანსს.
    Source: პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. – [სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი]. – თბილისი. – 2006.
  2. სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას გულისხმობს. მისი მიზანი რასობრივი, სქესობრივი თუ სხვა ჯგუფების დისკრიმინაციის აღმოფხვრაა. მთავარი დაშვება ამგვარია: ჯგუფები, რომლებიც წარსულში დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ, დახმარებას საჭიროებენ. ამისათვის მათ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ – იქნება ეს კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფილი კვოტები და სტიპენდიები თუ სხვა სოციალური ბენეფიტები. ამ გზით სხვადასხვა დისკრიმინებული ჯგუფისთვის სამუშაოს მიღებისა და განათლების შესაძლებლობები უნდა ამაღლდეს. პირველად ტერმინი „Affirmative Action“ 1961 წელს, პრეზიდენტმა კენედიმ გამოიყენა. მისივე პრეზიდენტობის დროს დაიწყო პოზიტიური მოპყრობის დანერგვა შრომით სფეროში - დამქირავებელს მხედველობაში არ უნდა მიეღო დაქირავების კანდიდატის კანის ფერი, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილება. რამდენიმე წელიწადში დისკრიმინირებულთა სიას სქესის კრიტერიუმიც დაემატა. დღესაც, მწვავე დებატი ამ თემის გარშემო ფუნდამენტური ღირებულებების ჩარჩოში მიმდინარეობს.
    Source: პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც რასიზმი. ნინო მაჭარაშვილი// ტაბულა 2012 №90. 5 - 11 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი
  3. ანუ „პოზიტიური მოქმედების“, საკითხი. ეს ტერმინი აღწერს ხელისუფლების მიერ მიღებულ სპეციალურ ზომებს, რომლებიც გამიზნულია de facto თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის ინსტიტუციური ფორმების აღმოფხვრისათვის.
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9