ეს არის განსაზღვრული სამართალურთიერთობა, რომლის ძალითაც, ერთი პირი – მოვალე – ვალდებულია, მეორე პირის – კრედიტორის – სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება შეასრულოს (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაიხადოს ვალი და ა.შ.), ან თავი შეიკავოს მისი შესრულებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. ვალდებულებითი სამართლის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომელთა დარღვევისთვისაც მოვალეს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება.
Source: ვალდებულებითი სამართალი. [მზია თოდუა, ჰუუბ ვილემსი, ხათუნა ყვირალაშვილი, ირაკლი სვანიძე, თამარ მეტრეველი]. – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. – თბილისი, – 2006.