1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

სპეციფიური სამართლებრივი ინსტიტუტი. იგი არ წარმოადგენს მონოპოლიური საქმიანობის ფორმას, არ უკავშირდება საბაზრო ძალაუფლების არაჯეროვნად (ბოროტად) გამოყენებას და ძირითადად ახასიათებს კონკურენტების ქცევას ეთიკური ნორმების თვალსაზრისით. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ეკონომიკური შედეგები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არაა ისე ცხადად გამოხატული, როგორც მონოპოლიური საქმიანობისა, უკავშირდება კონკურენციის „ხარისხის“ გაუარესებას და როგორც შედეგი ეფექტიანობის შემცირებას. არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვა ესაჭიროება როგორც მომხმარებელს, ისე პატიოსან კონკურენტს, რომელიც ემორჩილება კანონმდებლობით დადგენილ საბაზრო „თამაშის წესებს“. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნებისმიერი ფორმის გამოვლინების თავიდან აცილება და აღკვეთა ემსახურება არა მარტო კონკრეტული მომხმარებლისა და მეწარმის, არამედ საერთოდ მთელი საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოდ პროგრესის სტიმულირებას.სხვადასხვა ქვეყნების კონკურენციული კანონმდებლობებით და კონკურენციის სფეროში მოღვაწე ექსპერტთა შეფასებით ეკონომიკური აგენტის ქმედება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტად ითვლება, თუ ეს ქმედება:
- მიმართულია სამეწარმეო საქმიანობაში უპირატესობის მისაღებად;
- ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქმიანი ბრუნვის, წესიერების, გონივრულობისა და სამართლიანობის აღიარებულ ნორმებს;
- მატერიალურ ზიანს აყენებს (შეუძლია მიაყენოს) სხვა ეკონომიკურ აგენტებს - კონკურენტებს ან ჩრდილს აყენებს მათ საქმიან რეპუტაციას.
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, როგორც საბაზრო ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირების საფუძვლების საწინააღმდეგო მოვლენა, კანონით აკრძალულია ყველა ქვეყანაში, სადაც კი არსებობს კონკურენციული კანონმდებლობა.
Source: ბიზნეს-მაცნე იანვარი, №1 (2) – [გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ დირექტორი: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორს მოადგილე: კობა ბიწაძე მარკეტინგის სამსახ. ხელმძღვანელი: ეკა ბალახაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, ოთარ წიგნაძე, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა], - თბილისი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9