1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კონკურენციული კანონმდებლობა

მისი დანიშნულებაა ურთიერთობათა დარეგულირება კონკურენციის სფეროში და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა; იგი ფაქტობრივად აიძულებს საქონელმწარმოებლებს, რათა მომხმარებელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ მაქსიმალურად დაბალი ფასებით (ზღვრული დანახარჯების დონეზე) რესურსების ყველაზე უფრო ეფექტიანი გამოყენების პირობებში. იგი მოწოდებულია კონკურენციის იდეალებთან რეალური სამეწარმეო პრაქტიკისა და მართვის მეთოდების დაახლოებისათვის. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადაც არსებობს კონკურენცია, იქ შესაძლებელია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების არსებობაც. აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა ცნობილია ყველა ქვეყანაში იმის მიუხედავად, თუ საბაზრო ურთიერთობების რა „სტაჟი” გააჩნიათ ამ ქვეყნებს და რამდენად დიდი ხანია მიმდინარეობს კონკურენციულ კანონმდებლობათა რეალიზაცია.
Source: ბიზნეს-მაცნე იანვარი, №1 (2) – [გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ დირექტორი: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორს მოადგილე: კობა ბიწაძე მარკეტინგის სამსახ. ხელმძღვანელი: ეკა ბალახაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, ოთარ წიგნაძე, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა], - თბილისი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9