1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტაბ ტაი ტალ ტამ ტან ტარ ტას ტაქ ტაც

ტალანტების მენეჯმენტი

თანამშრომლების განაწილება შესაბამის თანამდებობებზე და მათ შორის კავშირების დამყარება. ლიდერმა უნდა გამოარჩიოს „ძირითადი მოთამაშეები“ და მათი ინიციატივები ნაკლებად უნდა შეზღუდოს. სხვა თანამშრომლებმა კი შესაფერისი პოზიციები უნდა მიიღონ „დაცვაში“ თუ „ნახევრადთავდასხმაში“. ბიზნესის ცნობილი კორიფე ჯეკ უელჩი ხშირად იმეორებდა: „ყველაზე დიადი სტრატეგიაც კი არ იქნება ეფექტური კომპანიისთვის, თუ არ შეირჩევიან ამ სტრატეგიის შესაფერისი მენეჯერები“. ტალანტების შერჩევასთან ერთად აუცილებელია ნაკლებად ეფექტური კონტიგენტის გადახალისება. ცნობილი ბიზნესმენები ყოველწლიურად ათავისუფლებენ თავიანთი თანამშრომლების არაეფექტურ 10%-ს და მათ ნაცვლად სხვა ახალ კადრებს ღებულობენ. ამრიგად ხდება მთელი კოლექტივის დონის ზრდა. ტალანტების მენეჯმენტის მეთოდიკის მიხედვით მთავარი არის არა ცოდნა და გამოცდილება, არამედ მენეჯერის სწორი დამოკიდებულება პროცესების მიმართ. ბიზნეს-ტალანტი უნდა გრძნობდეს ფარულ შესაძლებლობებს, იგი უნდა განიხილავდეს განვითარების ყველა შესაძლო მიმართულებას და რაც მთავარია, უნდა იყოს გაბედული
Source: ბიზნეს-მაცნე იანვარი, №1 (2) – [გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ დირექტორი: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორს მოადგილე: კობა ბიწაძე მარკეტინგის სამსახ. ხელმძღვანელი: ეკა ბალახაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, ოთარ წიგნაძე, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა], - თბილისი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9