1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეტაბოლიზმი არქიტექტურაში

XX ს-ის 60-იან წწ „საერთაშორისო სტილის“ კრიზისის ხანაში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაიწყეს ახალი გზების ძიება ჩიხში შესული არქიტექტურის გადასარჩენად. იაპონიაში ხუთი არქიტექტორის მიერ დაწყებულმა ძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას არქიტექტურაში, რომელიც „მეტაბოლიზმის“ სახელით დამკვიდრდა. ხუთეულის პირველი განაცხადი იყო 1960 წელს დიზაინის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც საკუთარი კონცეფცია წარუდგინეს საზოგადოებას. მეტაბოლიზმის ფუძემდებლები იყვნენ: კ. კიკუტაკე, კ. კურიკავა, ფ. მაკი, მ. ოტაკა და ნ.კაგაზიე. 1964 წელს მათ შეუერთდნენ კ. ტანგე და ა. ისიმაკი, ამის შემდეგ ისინი „7 მეტაბოლისტის“ სახლით გახდნენ ცნობილნი. პირველი რეალიზებული პროექტები კი 1970 წელს „EXPO-70“ გამოფენაზე წარადგინეს - ტაკარა ბუტილიონისა და ტოშიბას პავილიონების სახით.
Source: ინტელექტუალი №7, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9