1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

OA OD OE OF OG OH OP OS OT
ODA ODI ODS

ODIHR

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.წარმოადგენს ეუთო-ს მთავარ უწყებას, რომელიც ეხმარება წევრ ქვეყნებს „უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული პატივისცემა, კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობა და (...) დემოკრატიული ინსტიტუტების შენება, განმტკიცება და დაცვა, ასევე, საზოგადოებაში შემწყნარებლობის განვითარება“ (1992 წლის ჰელსინკის დოკუმენტი). ODIHR ვარშავაში, პოლონეთში მდებარეობს, თავდაპირველად დაარსდა როგორც თავისუფალი არჩევნების სამსახური 1990 წლის პარიზის სამიტზე, ხოლო ფუნქციონირება დაიწყო 1991 წლის მაისში. ერთი წლის შემდეგ მას სახელი შეეცვალა, რათა მასში ასახულიყო მისი გაფართოებული მანდატი ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. დღესდღეობით მასში 120-ზე მეტი მუშაკია დასაქმებული.
ODIHR წარმოადგენს მოწინავე ორგანიზაციას ევროპაში არჩევნების დაკვირვების სფეროში. იგი ყოველწლიურად კოორდინირებას უწევს და ხელმძღვანელობს მრავალ სადამკვირვებლო მისიას, რათა მოხდეს იმის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება არჩევნები ეუთო-ს რეგიონში ქვეყნის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მისი უნიკალური მეთოდიკის წყალობით, მოცემულია საარჩევნო პროცესის ყველა ელემენტის დეტალური განხილვა. დამხმარე პროექტების მეშვეობით, ODIHR ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს გააუმჯობესონ საკუთარი საარჩევნო სისტემა. ODIHR-ის დემოკრატიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს შემდეგი თემატური სფეროების განვითარებას: კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული მმართველობა, გადაადგილების თავისუფლება, სქესთა თანასწორობა და სამართლებრივი მხარდაჭერა.
ODIHR ყოველწლიურად ახორციელებს 100-ზე მეტ მიზნობრივ პროგრამას, რითაც ეხმარება სახელმწიფოებს მათ მიერ ეუთო-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და დემოკრატიული სტრუქტურების განვითარებაში.
Source: სახელმძღვანელო პრინციპები სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ: [სახელმძღვ. / თარგმ. და გამოსცა ასოც. “სამართალი და თავისუფლება” - თბ., 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9