1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადგილობრივი თვითმმართველობა

  1. საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, შესრულება და კონტროლი; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; კომუნალური მეურნეობა და ა.შ.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005,

  2. 1. ადგილობრივგი თვითმმართველობა - ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და შესაძლებლობა რეგლამენტაცია გაუკეთოს სახელმწიფო საქმეთა მნიშვნელოვან ნაწილს და მართოს იგი კანონის ფარგლებში, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად (მუხლი 3. პ.1). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონით დადგენილ ფარგლებში, ფლობენ მოქმედების სრულ თავისუფლებას (მუხლი 4. პ.2) 2. ადგილობრივი თვითმმართველობა - ესაა კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველი, ხელისუფლების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის მმართველობის სისტემას. ადგილობრივი მმართველობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტია. ადგილობრივი ანუ, როგორც მას ხშირად დასავლეთის ქვეყნებში უწოდებენ, მუნიციპალური თვითმმართველობა მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვას, რომელიც არჩეული ორგანოების და მათი ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მმართველობის ერთგვარად დეცენტრალიზირებული ფორმაა, რომლის ძირითად ნიშნებს არჩევითობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა წარმოადგენს. იქმნება შესაბამისი ორგანოების სისტემა, რომელთაც საკუთარი აღმასრულებელი აპარატი, შესაბამისი უფლებამოსილებანი და მუნიციპალური საკუთრების სახით მატერიალური ბაზა გააჩნიათ. ადგილობრივი თვითმმართველობა შეიცავს ორი სახის ორგანოებს, როგორებიცაა არჩევითი - საკრებულოები (საბჭო, ასამბლეა) და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ფორმალურად მოწოდებული არიან ცხოვრებაში გაატარონ წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა - საკრებულო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებას ატარებს - საგრაფოს საბჭო, გენერალური საბჭო, მუნიციპალური საბჭო, კომუნალური საბჭო და სხვა. განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა ხდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის მიერ, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. ზოგიერთ ქვეყანაში, ,აგალითად: იტალიაში, შვეციაში, ლიტვაში გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო გერმენიაში შედარებით განსხვავებული სისტემაა, სადაც პროპორციული არჩევნები ე.წ. ხუთ პროცენტიანი ბარიერითაა რეგლამენტირებული.
    Source: კოპალეიშვილი მ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივიმ მოწესრიგების) საფუძველი// ალმანახი № 10, [სახელმწიფო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.,

  3. ადგილობრივი მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება, მართოს ადგილობრივი მნიშვნელობის საჯარო საქმეები საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით (ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია).
    Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ.: საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
  4. მოქალაქეთა უფლება, თავად გადაწყვიტონ გარკვეული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები. ეს უფლება გარანტირებულია კანონით.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მისი ცალკეული ორგანოების უფლებამოსილების ფარგლებს ქვეყნის კანონმდებლობა ადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები სამ ძირითად ფუნქციაზე შეიძლება დავიყვანოთ: სახელისუფლო ფუნქცია, სამეურნეო ფუნქცია და ადგილობრივი საკითხების გადასაწყვეტად მოქალაქეთა გაერთიანების ფუნქცია.
    Source: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.
  5. საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია:
    საკრებულო
    გამგეობა (მერია)
    Source: გორგიძე ზაალ, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – თბ., – 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9