1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უარ

უარყოფითი რელიგიური თავისუფლება

თავისუფლება რელიგიური (ან არარელიგიური) რწმენის საფუძველზე იძულებით ან დისკრიმინაციისაგან. მაგალითად, გაერო-ს რელიგიასა და რწმენაზე დამყარებული ყველა სახის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის 1981 წლის დეკლარაციის 1.2 მუხლში ნათქვამია: „არავინ არ უნდა განიცადოს იძულების ქვეშ ყოფნის გრძნობა, რაც ზიანს მიაყენებს მისი რელიგიისა და ნებისმიერი რწმენის ქონის თავისუფლებას.“ იმუნიტეტი იძულებისაგან თუ ძალდატანებისაგან გულისხმობს, რომ ადამიანების მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული სადამსჯელო სანქციები ან არახელსაყრელი დამოკიდებულება მათი რელიგიური მრწამსის გამო. ICCPR შეიცავს ადამიანის უფლებას „ჰქონდეს ან მიიღოს ნებისმიერი რელიგიური რწმენა მისია რჩევანის საფუძველზე“ (მუხლი 18.2). რელიგიურ უმცირესობათა უფლებებიც ასევე გარკვეული აღიარების საგანია.
Source: სახელმძღვანელო პრინციპები სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ: [სახელმძღვ. / თარგმ. და გამოსცა ასოც. “სამართალი და თავისუფლება” - თბ., 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9