საეკლესიო დისიპილნის მნიშვნელოვანი ასპექტი. მისი დადგენა ხდება მოძღვრის მიერ, მონანულის აღსარების შემდგომ. „ეპიტიმია” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს აკრძალვას. იგი გულისხმობს სხვადასხვა სახის საეკლესიო დისიპლინარული ხასიათის სასჯელებს, მაგალითად: მარხვის დადგენა; მეტანიების შესრულება; დამატებითი ლოცვების შესრულება; განსაზღვრული დროით ზიარებისაგან თავის შეკავება და სხვა. საეკლესიო დისიპლინარული სასჯელები სამოძღვრო-პედაგოგიური ხასიათისაა და იგი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო სასჯელების დანიშნულებისა და მიზნებისაგან. „ეპიტიმია“ არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც სანაცვლო მისაგებელი ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავის დასჯის მიზნით, არამედ მისი მიზანია მონანულის სულიერი კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მას აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია.
Source: ინტელექტუალი №8, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2009. - ISSN 1512-2530