1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გავლენის აგენტი

ტერმინი ,,გავლენის აგენტი“ ამერიკული განმარტებით, შემდეგს ნიშნავს: ,,პირი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უცხოელ წარმომადგენლებთან ფარული გავლენისთვის, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ორგანიზაციებში, გავლენიან წრეებში, რათა ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის მთავრობის მიზნების განხორციელებას, ან აქვს საშუალება კონკრეტულად იმოქმედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად“. საბჭოთა და შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურების ტერმინოლოგიაში კი მას ასეთი განმარტება აქვს. ეს არის ,,გადაბირებული და სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში განსწავლული აგენტი, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავს და თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით შეუძლია მიზანმიმართულად უსიტყვო გავლენა მოახდინოს იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ცალკეული მოვლენების განვითარებაზე, მოსახლეობის ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის აქტიურ მოქმედებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიაზე, ორგანიზაციებზე, ან ხელი შეუწყოს დაზვერვისთვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.“
Source: ღირსიაშვილი ლ. გავლენის აგენტები // ახალი აზრი, №1 (7),- 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9