მოსეს ხუთწიგნეული, ძველი აღქმა, რომელსაც ებრაელები მთელი წლის განმავლობაში კითხულობენ.
Source: ბათიაშვილი, გურამ. ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა: რომანი / გურამ ბათიაშვილი; [რედ.: როინ მეტრეველი, ზაზა აბაშიძე] - თბ. : საარი, 2007
ებრაელები ბიბლიას, ძველ აღთქმას, თანახს უწოდებენ.
Source: ბათიაშვილი, გურამ. მეათე კაცი: (რომანი) / [რედ.: ლ. შარვაშიძე; მხატვ.: შ. ბოსტანაშვილი] - თბ.: მერანი, 2001
ბიბლიური წიგნები, რომელსაც ეფუძნება იუდაიზმი.რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. სახელწოდება თანახ წარმოადგენს აბრევიატურას, შედგენილს ამ სამი ნაწილის სახელწოდებათა პირველი ასოებისგან: თ – თორა (მოსეს რჯული ან ხუთწიგნეული), ნ – ნაბიიმ (წინასწარმეტყველნი), ხ – ქეთუბიმ (წერილნი, ქ ბგერა ხდ იცვლება ხმოვნის შემდეგ). თანახი ისრაელის ღმერთს სამყაროს ერთადერთ შემოქმედთან აიგივებს.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.