1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შიგ შიდ შივ შიი შიმ შინ შიო

შინამეურნეობების სტატისტიკა

შეისწავლის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და, ძირითადად, მის მატერიალურ მდგომარეობას. საქართველოში ტარდება შერჩევითი დაკვირვება 3350 შინამეურნეობაზე თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში. შერჩევის მოცულობა განსაზღვრულია იმგვარად, რომ დაკვირვების მასალებმა უზრუნველყონ სტატისტიკური სიზუსტე, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე რეგიონების დონეზეც. შერჩევაში გამოყენებული როტაციის პრინციპის შესაბამისად ხდება წლის მანძილზე მთელი შერჩევის თანდათანობით განახლება. შერჩევაში მოხვედრილი თითოეული შინამეურნეობა მასში რჩება ერთი წელი და ამ შინამეურნეობიდან ინფორმაციის აღება ხდება კვარტალში ერთხელ.
Source: ქალი და კაცი საქართველოში: სტატ. პუბლიკაცია / საქ. ეკონ. განვით. სამ. სტატ. დეპარტამენტი - თბ., 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9