წარმოადგენს მოცემულ პერიოდში შინამეურნეობის წევრების მიერ ყველა წყაროდან მიღებული ინდივიდუალური და ერთობლივი შემოსავლების ჯამს. მოიცავს ფულად (დაქირავებით შრომიდან, არასასოფლო-სამეურნეო თვითდასაქმებიდან, საკუთარ მამულში მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან, საკუთრების გაქირავებიდან, სარგებელს ანაბრიდან, ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი ახლობლების საჩუქრებს, სამომხმარებლო ხარჯების გაწევის მიზნით ფულის სესხებას, დანაზოგის გამოყენებას და სხვ.) და არაფულად შემოსავლებს (საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული, ჰუმანიტარული დახმარებით ან ახლობლისაგან უსასყიდლოდ მიღებული პროდუქციის თვითმოხმარებიდან).
Source: ქალი და კაცი საქართველოში: სტატ. პუბლიკაცია / საქ. ეკონ. განვით. სამ. სტატ. დეპარტამენტი - თბ., 2005