განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის I, II და III საფეხურები - მოზარდი თაობის ორგანიზებული აღზრდისა და სწავლების სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები. არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ორი ძირითადი სახე: დღის და საღამოს (ცვლიანი) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები. დღის სკოლები იყოფა: დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებად. საშუალო სკოლებს მიეკუთვნებიან გიმნაზიები, ლიცეუმები და კოლეჯები, გონებრივი და ფიზიკური განვითარების ნაკლის მქონე ბავშვთა სკოლები.
Source: ქალი და კაცი საქართველოში: სტატ. პუბლიკაცია / საქ. ეკონ. განვით. სამ. სტატ. დეპარტამენტი - თბ., 2005