1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არისთიპე სირენიდან

(ლიბია) (435-366 წწ. ჩვ. წ.-აღ.-მდე), ბერძენი ფილოსოფოსი, ჰედონისტი. ჰედონისტთა, ანუ სირენეელთა სკოლის დამაარსებელი, მიმდევრებს მხოლოდ ახლანდელ წუთზე ფიქრს ურჩევდა და არა წარსულსა თუ მომავალზე,. (Carpe diem...). მისი აზრით, თავდაჭერილი და მოწესრიგებული ცხოვრების წარმართვის კრიტერიუმი იყო იმ მცირედით დაკმაყოფილება, რასაც ცხოვრება იძლევა, იმ მრავალზე ზრუნვის გარეშე, რომლის მოცემაც მას შეეძლო... მისმა მიმდევრებმა სახე უცვალეს ამ იდეალს, უზნეობასა და ათეიზმში ჩაეფლნენ. ჰედონისტები მკაფიოდ განასხვავებდნენ ბედნიერებასა და სიამოვნებას. ცხოვრების ჭეშმარიტ მიზნად მათ სიამოვნება მიაჩნდათ და არა ბედნიერება: ,,ისინი ფიქრობენ, რომ უმაღლესი მიზანი ბედნიერებისგან განსხვავედება. მართლაც, მიზანი განსაკუთრებული სიამოვნებაა, ბედნერება კი ცალკეულ სიამოვნებათა ჯამია, რომელიც წარსულ და მომავალ სიამოვნებებსაც მოიცავს. ცალკეული სიამოვნება თავისთავადაა სანატრელი, ბედნიერება კი არა თავისთავად, არამედ ცალკეულ სიამოვნებათა გამო“ (დიოგენე ლაერტელი Laerzio).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9