1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ავა ავგ ავი ავს ავტ ავუ ავღ ავშ

ავიცენა

ლათინიზებული სახელი იბნ სინასი, 1037 წ.), არაბული ფილოსოფიის აღმოსავლური ფრთის წარმომადგენელი.ავტორი სისტემური შრომისა სახელწოდებით „სამკურნალო წიგნი“ (kitāb aš-Šifā). ავიცენას აზრით, ღმერთი აუცილებელი ყოფნაა, ხოლო ქმნილებებში ყოფნა, ანუ არსებობა შემთხვევითია. მაშასადამე, შემოქმედსა და ქმნილებას ერთმანეთისგან არსებობის აუცილებლობა ან შემთხვევითობა განასხვავებს. ღმერთისგან მოდის ინტელექტი, ანუ გონიერება, მისგან იღებენ დასაბამს სხვა გონიერებანი, რომლებსაც ზეციური სამყარო მოჰყავთ მოძრაობაში. ღვთაებრივი ინტელექტი სწორედ ისაა, რასაც არისტოტელე მოქმედ, ანუ აქტიურ ინტელექტს უწოდებს. ის აღემატება ადამიანებს და ცალკეული ადამიანის პოტენციურ, ანუ საკუთარ ინტელექტს მანათობელი მზის მსგავსად ეხმარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავიცენა განმარტავს არისტოტელეს აქტიურ ინტელექტს, როგორც ღვთაებრივ ინტელექტს, რომელიც ნათელს ჰფენს ადამიანთა შემეცნებით საქმიანობას.ამგვარად, ავიცენას სწავლებაში ვხვდებით ისლამური ტრადიციის მონოთეიზმსა და მასთან ერთად არისტოტელესეულ დოქტრინას მოქმედი ინტელექტის შესახებ, ნეოპლატონისტურ დოქტრინას ერთისგან მომავალი ინტელექტის შესახებ (რომელთანაც იგივდება არისტოტელესეული მოქმედი ინტელექტი).ავიცენას ,,ფილოსოფიას“ ალგაძალი (ალ-ღაზელი, 1058-1111 წწ.) ყურანის მისტიკას უპირისპირებს. ფილოსოფოსთა რაციონალიზმისგან ამ მისტიკას ის იცავს ტრაქტატში ფილოსოფოსთა განადგურება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9