ებრაელი ფილოსოფოსი, ცხოვრობდა ესპანეთში, სარაგოსაში. მისი ძირითადი ნაშრომია Fons vitae. ავიცებრონი ნეოპლატონიზმს ემანაციის შესახებ დოქტრინას დაესესხა, არისტოტელეს კი - ილემორფიზმს. მისი სწავლების თანახმად, ყველაფერი ღმერთისგან ემანაციის გზით ხდება და ყოველივე ღმერთისგან წარმომავალი მატერიისა და ფორმისგან შედგება; მატერია და ფორმა სულებსაც (ანგელოზებს) გააჩნიათ, თუმცა ამ შემთხვევაში სულიერ მატერიასა და ფორმაზეა საუბარი.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]