1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბოდ ბოე ბოვ ბოლ ბონ ბორ ბოფ ბოშ

ბოეციუსი ანისიო მანლიო ტორკვატო სევერინუს

475 წელს დაიბადა რომში (ზოგი წყაროს მიხედვით, ალექსანდრიაში). ამ დროს იტალიის ტერიტორიას გოთები განაგებდნენ, კერძოდ, მათი ვესტგოთური და ოსტგოთური შტოები. ბოეციუსმა ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა შეირთო ცოლად რუსტიციანა, დიდი წარმართი ორატორის, სიმაკუსის, ასული და ათენში დასახლდა ჭეშმარიტი ფილოსოფიის შესასწავლად, იტალიაში დაბრუნებული კი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება. იმპერატორ თეოდორიხთან დამყარებული კარგი ურთიერთობის წყალობით უდიდეს წარმატებებს მიაღწია: ოცდაათი წლის ასაკში უკვე იმპერიის კონსული იყო, ორმოცისა კი სასახლის მაესტრო (Maestro di Palazzo) და ორმოცდაათის-პრემიერ მინისტრი.სევერინუს ბოეციუსს შეიძლება ბნელი საუკუნეების სოკრატე ვუწოდოთ, თუნდაც იმიტომ, რომ საუკეთესო შრომები საპყრობილეში დაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. სოკრატეს მსგავსად, ისიც ქადაგებდა პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ბოროტების ჩადენა არასასურველია. ,,ვინც ცუდად იქცევა, - ამბობდა ბოეციუსი, - უპირველესად, სულელია, რადგანაც კეთილი ადამიანები ბოროტებზე უკეთ ცხოვრობენ!“ და უმატებდა: „ცხოვრების საიდუმლო კარგად მოქცევაა, დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.“ თავისი de consolatione philosophiae-ს მეორე წიგნის მერვე პარაგრაფში ავტორი განმარტავს, რომ ყოველივე იმართება სიყვარულის მიერ.ბოეციუსმა თარგმნა არისტოტელეს მრავალი ნაშრომი.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9