1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიოგენე

დიოგენე სინოპედან, (413-323 წწ. ჩვ. წ. აღ.-მდე). ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი, აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას ,,შეშლილი სოკრატე“ უწოდეს. დიოგენე „მსოფლიოს მოქალაქედ“ თვლიდა თავს.დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო... 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი... თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: ,,დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი მიაყარეთ ზემოდან.“ სიკვდილის შემდეგ ათენის მაცხოვრებლებმა დიოგენეს ძეგლი დაუდგეს: სვეტი მასზე მოთავსებული ძაღლის გამოსახულებით.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9