1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეპა ეპი

ეპიკურეიზმი

სამოელმა ეპიკურემ თავისი სკოლა ათენში დააარსა. მისი სწავლების მიხედვით, ადამიანური შემეცნება მთლიანად გრძნობად გამოცდილებაშია მოქცეული. რაც ამ გამოცდილების ჩარჩოებში ვერ ექცევა, არ არსებობს. ამგვარად, ეპიკურელთა ფილოსოფიურ აზროვნებაში არ არის ადგილი ღმერთისა თუ ღვთაებებისათვის, ამ სწავლების მიმდევრები ათეისტურ მატერიალიზმსა და შესაბამის ცხოვრების წესს ქადაგებენ. ატარაქსია, ბრძენის იდეალი, ეპიკურელთა სწავლების თანახმად, სიამოვნების გზით მიიღწევა (სმა, ჭამა, თავისუფლებით, ხელოვნებით, კულტურით ტკბობა, მეგობრობით სიამოვნება და ა.შ.), თუმცა მისი ზომიერად და თავშეკავებით განცდით. ამგვარად, ეს დოქტრინა არაა უხეში ჰედონიზმი (სიამოვნებით ტკბობა), როგორც ეს ეპიკურის მრავალმა მიმდევარმა გაიგო, მაგრამ, სწავლების მატერიალისტური ხასიათიდან გამომდინარე, ის მიწიერ ცხოვრებაზე აღმატებულ არსებობას გამორიცხავს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9