1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ერესი

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც ახალი რელიგიის დევნა შეწყდა, დაიწყო თეოლოგიური დისკუსიები ძირითადი დოგმების განმარტების შესახებ, როგორებიცაა, მაგალითად, ღმერთის სამერთიანობა და ქრისტეს ბუნება. არიოსი მიიჩნევდა, რომ ქრისტე მხოლოდ მამა ღმერთის მსგავსი იყო და არა მისი ღვთაებრივი ბუნების თანასწორი. ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა ნიკეის საეკლესიო კრება (325 წ.), რომელმაც ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან მისი თანაარსობა გამოაცხადა. მოგვიანებით ნესტორი ქრისტეში ორ პირს აღიარებდა: ღვთაებრივსა და ადამიანურს. მას დაუპირისპირდა ეფესოში გამართული საეკლესიო კრება (431 წ.), რომელმაც ქრისტეში ღვთაებრივი პირის ერთადერთობა გამოაცხადა. ნესტორის საპირისპიროდ, ევთიკე ქრისტეში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებებს განასხვავებდა. მისი მოსაზრება უარყო 454 წელს ქალკედონიაში გამართულმა საეკლესიო კრებამ, რომელმაც დაგმო მონოფიზიტური სწავლება და გამოაცხადა, რომ ქრისტეში ერთი პირი და ორი - ღვთაებრივი და ადამიანური - ბუნებაა გაერთიანებული. ეს თეოლოგიური კამათი იყო, მაგრამ ის გავლენას ახდენდა ფილოსოფიაზე, ფილოსოფიის ძირეულ ცნებათა ჩამოყალიბებაზე, როგორებიცაა: სუბსტანცია, ბუნება, არსი, დამოკიდებულება, პირი და ა.შ. ეს ადასტურებს ქრისტიანობის უეჭველ ისტორიულ მნიშვნელობას ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9