1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იბნ

იბნ რუშდი

არაბული ფილოსოფიის დასავლური ფრთის წარმომადგენელი, – რომელსაც სქოლასტიკოსებმა ავეროესი უწოდეს. ის 1126 წელს ესპანეთში, კორდოვაში დაიბადა, საიდანაც თავისი ფილოსოფიური იდეების გამო გააძევეს. იგი 1198 წლის 10 დეკემბერს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ეკუთვნის დიდი კომენტარი, საშუალო კომენტარი და არისტოტელეს ნაშრომთა პერიფრაზი. ავეროესმა დაწერა ასევე პასუხი ალგაძალის ფილოსოფოსთა განადგურებაზე (რომელშიც ალგაძალი ილაშქრებს ავიცენას და, ზოგადად, ყველა ფილოსოფოსის წინააღმდეგ, იცავს შექმნის თავისუფლებას და, მაშასადამე, უარყოფს სამყაროს აუცილებლობას). ავეროესის ამ შრომის სათაურია ალგაძალის ფილოსოფოსთა განადგურების განადგურება. ავეროესი ამტკიცებდა, რომ ფილოსოფოსის რელიგიური რწმენა მისი რაციონალური საქმიანობაა და რომ სარწმუნოების ამგვარი საქმიანობის შემცვლელია. სქოლასტიკოსებმა ამ დოქტრინას ორმაგი ჭეშმარიტების დოქტრინა უწოდეს: ერთია გონების ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანი ფილოსოფიის მეშვეობით აღწევს, და მეორე რწმენის ჭეშმარიტება, რომელსაც რელიგიური ხელისუფალი აცხადებს და აწესებს. ამ დოქტრინას შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის მრავალმა ფილოსოფოსმა მიმართა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9