განსაკუთრებით გერმანიაში, დომენიკანელთა ორდენში განვითარდა. მნიშვნელოვანი მისტიკოსია „გასაოცრად“ (l'ammirabile) წოდებული ფლამანდიელი იოჰან რუისბრუკი (1293-1381 წწ.), რომლის შრომათაგან აღსანიშნავია „საყვარლების სამეფო“ და „სულიერი ქორწინება“. რუისბრუკი მართლმორწმუნე მისტიკოსებს უდგას სათავეში. რუისბრუკის შთამაგონებელ წყაროთა შორის აღსანიშნავია კათოლიკური მისტიციზმის ძირეული ნიმუში, უცნობი ავტორის ქრისტეს მიბაძვა (de imitatione Christi). ეს წიგნი ერთგვარ გადამწყვეტ სიტყვას წარმოადგენს აზროვნების მიმართულებისა, რომელიც, ერთი მხრივ, ადამიანის ბუნების სრულ წვდომას ცდილობდა, მეორე მხრივ კი ლოგიკურ-ვერბალური (ვერბალისტური ლოგიციზმი) პოლემიკით ირთობდა თავს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]