1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნოე ნოვ ნოკ ნომ ნონ ნორ ნოს ნოუ

ნომინალიზმი

დოქტრინაა, რომლის მიხედვითაც, უნივერსალური ცნებები არა მხოლოდ ინდივიდებისგან შემდგარ რეალობაში, არამედ ჩვენს გონებაშიც არ არსებობენ. ზომიერი ნომინალიზმის თანახმად, უნივერსალური არ არსებობს საგნებში, არამედ მხოლოდ in intellectu, ანუ ჩვენს გონებაშია, რადგანაც ისაა გონებრივი და ლინგვისტიკური ნიშანი მსგავს თვისებათა მქონე ინდივიდუუმთა კლასიფიკაციისათვის. ამ ვერსიით, რომელიც არსებითად აზროვნების ცინიკურ-ისტორიულ თეორიას იმეორებს, უნივერსალურს მარტო ლოგიკურ-აზრობრივი ღირებულება გააჩნია და არა-ონტოლოგიური. ეს დოქტრინა ყველაზე დასრულებული სახით სქოლასტიკის ეპოქის დასასრულს ოკამის სწავლებაშია გადმოცემული. იმ პერიოდში, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ, ზომიერი რაციონალიზმის ორიგინალურ ვერსიას აბელარის ეგრეთწოდებული „კონცეპტუალიზმი“ წარმოადგენს. „ნომინალიზმი“ აზრსა და რეალობას შორის ერთგვარ განცალკევებას ვარაუდობდა და ზოგად ცნებათა რეალობის აბსტრაქტულ, მათთან არათანმხვედრ სიმბოლოებამდე დაყვანას აღნიშნავდა. ეს კი მეტაფიზიკის ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავდა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9