1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პლა პლე პლი პლო პლუ

პლოტინი

ნეოპლატონური სკოლის მთავარი ფილოსოფოსია. ის ეკლექტიკოსია, რადგანაც თავისი ფილოსოფიური შეხედულების ჩამოსაყალიბებლად პარმენიდეს, პლატონის, არისტოტელესა და სხვათა ნააზრევში ეძებს შთაგონებას.
პლოტინი ღმერთს განსაზღვრავს, როგორც ერთს, სიკეთეს, უზენაეს ყოფნას და ამტკიცებს, რომ მრავლობითი (ადამიანი, სხეულები და საგნები) ერთიდან-ღმერთიდან მომდინარეობს და სიცოცხლის ციკლის დასასრულს კვლავ ერთში-ღმერთში ბრუნდება. ერთიდან-ღმერთისგან მრავლობითის გამოყოფა თუ წარმოშობა ემანაციის გზით ხდება. ადამიანი და საგნები ღმერთისგან „გამოდიან“, როგორც გამოდის მზიდან სხივი, ობობიდან-ქსელი, დედისგან-შვილი და ამიტომაც მისივე ბუნების ნაწილს წარმოადგენენ. ღმერთისგან, სრულყოფილისგან, გამომავალი საგნები მასთან დაშორებისას თანდათან კარგავენ ამ სრულყოფილებას.
ღმერთისგან გამოსვლის პროცესს ღმერთთან ადამიანისა და სამყაროს დაბრუნების პროცესი შეესაბამება. მრავლობითი (ადამიანი, სხეულები და საგნები) ერთს - ღმერთს უბრუნდება განწმენდის გზით, რომელსაც თავდაპირველად ნათელყოფა-ჭვრეტასთან და შემდეგ ღმერთთან სრულ ერთიანობა-ექსტაზთან მივყავართ.
ემანაცია, როგორც ერთიდან მრავლობითის აუცილებელი განტოტვა, მოიცავს ერთის-ღმერთის თანამონაწილეობას მრავლობითში, ანუ ღმერთის მონაწილეობას სამყაროში. ამას პანთეიზმი ეწოდება (ანუ ყოველივე ღმერთია, რადგანაც მისი ბუნების ნაწილს წარმოადგენს: ღმერთი და სამყარო ერთმანეშთი ირევა).
ემანაცია ღმერთის თავისუფალი შემოქმედება არ არის: ღმერთი სამყაროში ემანაციას კი არ განიცდის, არამედ თავისუფლად ქმნის სამყაროს. ესაა ქრისტიანული პასუხი ნეოპლატონიზმისა და პლოტინის ცდომილებებზე.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9