1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროკლე

ნეოპლატონისტი ფილოსოფოსი, წარმართული მიმდინარეობის უკანასკნელი წარმომადგენელთაგანი. დაახლოებით 412 წელს კონსტანტინოპოლში დაიბადა და სიცოცხლის დიდი ნაწილი ათენში გაატარა, სადაც მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ ფილოსოფიურ სკოლას-პლატონის აკადემიას-ხელმძღვანელობდა. ის პარმენიდეს, კრატილოსისა და ტიმეოსის დიდი კომენტატორი იყო, პლატონის მიერ აღწერილ სამშვინველის გარდასახვებზე საუბრისას მოწაფეთა მქუხარე აპლოდისმენტებს იმსახურებდა.
იმდროინდელ სამყაროში უცნობილესი წიგნი იყო არისტოტელეს მეტაფიზიკა. ინტელექტუალები ნებისმიერ სიტუაციაში ამ შრომიდან აღებულ ციტატებს იშველიებდნენ, მაგრამ, ამავე დროს, მეტაფიზიკა ასევე ყველაზე ნაკლებად გასაგები წიგნი იყო. ამიტომაც პროკლემ და მისმა მასწავლებელმა სირიანოსმა არისტოტელესთვის ბოიკოტის გამოცხადება და პლატონის ხელახლა აღზევება გადაწყვიტეს.
V საუკუნის ჰეგელად წოდებულმა პროკლემ ექვსი ტრაქტატი დაწერა, მათ შორის მიზეზთა წიგნი, რომელშიც დაადგინა, რომ უზენაეს ყოფნას სამი ძირეული მომენტი გააჩნია:
1) „საკუთარ თავში დარჩენა“, პროკლეს მიერ განსაზღვრული, როგორც mone’.
2) „საკუთარი თავიდან გამოსვლა“, აგრეთვე წოდებული próodos.
3) „საკუთარ თავში დაბრუნება“, ცნობილი, როგორც epistrophe’.
პროკლეს თანახმად, ღვთაებრივი თანსწრების გარდა, ადამიანში არის მიმზიდველი და განმზიდველი ძალები, რომლებსაც ის შესაბამისად სიმპათიებს და ანტიპათიებს უწოდებს.პროკლე გვირჩევს, სხეულზე უფრო ჩვენს სამშვინველზე ვიზრუნოთ. მისი თქმით, მიწიერ ცხოვრებაში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია: აუცილებლობა, ანუ ბედი, ჩვენი მომავლის უმცირეს დეტალებსაც კი იცნობს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9