1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საწყისი

(άρχή) - ტერმინი ფილოსოფიაში. პირველად ანაქსიმანდრემ გამოიყენა. მისი აზრით, ყველა საგანი განუსაზღვრელიდან მომდინარეობს განცალკევების, ანუ განსხვავების გზით: ცხელი და ცივი, მშრალი და სველი და ა.შ. ანუ ეს პრიმიტიული ერთის მსხვრევაა, რომელიც მისგან მომდინარე საგანთა შორის ბრძოლას წარმოქმნის. საწყისის განუსაზღვრელობას, ანუ უსასრულობას, ანაქსიმანდრეს აზრით, შეესაბამება უსასრულო სამყაროთა არსებობის დოქტრინა, ანუ დოქტრინა განუსაზღვრელი რაოდენობის სამყაროთა შესახებ, რომლებიც საგანთა შეუჩერებელი დაყოფის, ანუ გამრავლების შედეგია.ცოცხალი ორგანიზმის მაგალითით, რომელიც ცოცხლობს, სანამ სუნთქავს, ანაქსიმენე საწყისად ჰაერს ასახელებს. ჰაერი სასიცოცხლო ქროლვაა იმ დიდი ორგანიზმისა, რომელსაც სამყარო ეწოდება (ილოზოიზმი). ანაქსიმენეს აზრით, ყველა საგანი ჰაერის გაუხშების ან კონდენსაციის შედეგად იღებს დასაბამს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9