არისტოტელე განსაკუთრებით დედუქციურ მეთოდს აქცევდა დიდ ყურადღებას და მას „სილოგიზმს“ უწოდებდა.
სილოგიზმი სამი მტკიცებულებისგან შედგებოდა.
მაგალითად, როგორ ვამტკიცებთ სულის უკვდავებას?
გამოვდივართ იქიდან, რომ ის, რაც სულიერია, უკვდავია (I მტკიცებულება).
შემდეგ ვამტკიცებთ, რომ სული სულიერია (II მტკიცებულება),
და დასკვნის სახით ვამბობთ, სული უკვდავია (III მტკიცებულება).
სილოგიზმის ძირითადი პრინციპი ურთიერთდაპირისპირებაა, ესე იგი, არ შეიძლება ერთდროულად ვამტკიცოთ და უარვყოთ ერთი და იგივე რამ სუბიექტზე.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
დედუქციური დასკვნაა, რომლის ძირითადი პრინციპი არისტოტელეს მიერ ფორმულირებულია შემდეგნაირად: „როცა რაიმე ითქმის სხვაზე, როგორც ქვემდებარეზე, მაშინ ყოველივე, რაც ითქმის შემასმენელზე, ითქმის ქვემდებარეზეც“.
Source: ფირცხალავა, ნათია. არგუმენტაცია: არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები - თბ.: გრიგოლ რობაქიძის სახ. უნ-ტი, 2005 - 80გვ.; 20სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 80. - ISBN 99928-837-9-0: [ფ.ა.][MFN: 24042]