1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სკა სკე სკო

სკეპტიციზმი

პირონის მიერ დაარსებული სკეპტიცისტური სკოლის ფილოსოფიური სწავლების საფუძველი ძიებისა და ჭეშმარიტების დაუფლების სურვილის მიმართ გულგრილობაა. პირონის მტკიცებით, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას დაყოვნებაა საჭირო, ჭვრეტისგან კი - საერთოდ თავის შეკავება, რადგანაც, როგორც ამას ფილოსოფიურ მიმართულებათა სიმრავლე ადასტურებს, ადამიანს ჭეშმარიტების წვდომა არ ძალუძს. თუ ყოველივე გრძნობითი აღქმით შემოიფარგლება (ანუ მხოლოდ ის მწამს, რასაც ვხედავ და ვეხები), ყველაფერი პირობითია: შეუძლებელია ყველასათვის მისაღები ჭეშმარიტების უეჭველობის არსებობა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008].
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9