1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სკა სკე სკო

სკოტუსი იოანე

ერიუგენად წოდებული (ანუ წარმოშობით ირლანდიელი, სახელიდან ერინ-ირლანდია), თავის სამშობლოში იმპერატორ კარლოს მელოტის კარზე არსებულ სკოლას ედგა სათავეში. კარგად ფლობდა ბერძნულს, თარგმნა ფსევდო-დიონისეს შრომები და საკუთარი კომენტარები დაურთო მათ; სკოტუსი სხვა ბერძენ და ლათინ ავტორებსაც იცნობდა, მაგალითად, ნეოპლატონისტებს, წმ. ავგუსტინესა და ბოეციუსს. მისი მთავარი შრომაა de divisione naturae. სკოტუს ერიუგენა სარგებლობს ავგუსტინეს ცნებით ფილოსოფიის, როგორც უნიტარული ცოდნის, შესახებ, რომელსაც ერთდოულად რწმენა და გონება (ანუ ბიბლია და წმინდა მამები და ასევე ბერძენი ფილოსოფოსები) ასაზრდოებენ. ამგვარი შერწყმა სკოტუსს აძლევს ბიძგს რწმენისკენ და, ამასთან, დიდ სითამამეს რწმენის სწავლების რაციონალურ გადამუშავებაში. „ბუნებაში“, რომელიც ერიუგენასთვის მთელი რეალობაა, ის ოთხ ფორმას, ანუ მომენტს განასხვავებს:
1) Natura creans nec creata: ღმერთი, როგორც ყოველივეს საწყისი, მამა ღმერთი ქრისტიანულ სამებაში.
2) Natura creans creata: ინტელიგიბელური სამყარო, რომელიც ლოგოსში, ანუ სიტყვაში შეჯამდება, წმიდა სამების ძე; მამა ღმერთის მიერ შექმნილი, ცრეანს გრძნობადი სამყაროს წინაშე.
3) Natura creata nec creans: გრძნობადი სამყარო, როგორც საგანთა და ადამიანთა გამოცდილების ერთობლიობა.
4) Natura nec creata nec creans: ღმერთი, როგორც ყოველივეს დასასრული.
სკოტუს ერიუგენა დასაბამს აძლევს აზროვნების ორიგინალურ მიმართულებას, რომელშიც ბინომი რწმენა-გონება სულ უფრო ღრმა შესწავლის საგნად იქცევა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9