1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სკა სკე სკო

სკოტი იოანე დუნს

შოტლანდიელს ნიშნავს. შოტლანდიაში, ქალაქ ლიტლდიმში დაიბადა 1266 ან 1274 წელს. ფრანცისკანელთა ორდენში შესვლის შემდეგ სწავლობდა ოქსფორდსა და პარიზში, სადაც მოგვიანებით ასწავლიდა კიდეც. გარდაიცვალა კიოლნში 1308 წლის 8 სექტემბერს.დუნს სკოტის ორიგინალური შრომებია: Opus oxoniense (პ. ლომბარდოს სენტენციათა კომენტარი, რომელიც ოქსფორდში შედგა), Reportata parisiensia (პარიზში წაკითხულ იმავე სენტენციათა კომენტარი), de primo principio, Quaestiones in metaphysica-მ. შორსმჭვრეტელობის, პრობლემათა და კონცეფციათა დაყოფისკენ მისი სწრაფვის გამო თანამედროვეები დუნს სკოტს doctor Subtilis-ს უწოდებდნენ. „განსხვავება“ და „ქვედაყოფა“ სკოტისთვის ჩვეული მოთხოვნილებაა. ის ხშირად ეკამათება ყველა თავის თანამედროვეს, თუმცა მათ პიროვნულად არ აკონკრეტებს. სკოტიც იზიარებს ფრანცისკანელთა შორის დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, რომ წმ. თომამ გადაჭარბებით გამოიყენა არისტოტელიზმი. თუმცა, თავის თანამოძმეთაგან განსხვავებით, სკოტი მეტაფიზიკის აუცილებლობას ამტკიცებს. ამიტომაც მისი მიზანია ახალი ფილოსოფიური სინთეზის შექმნა, რომელშიც არისტოტელიზმის გამოყენებით წამყვანი როლი ფრანცისკანელთათვის ტრადიციულ ავგუსტინესეულ სწავლებას დაეთმობა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9