1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცივ ციკ ცილ ცინ ცის ციფ ციც

ცინიკოსები

Gk. kùon „ძაღლი“
Gk. kunòsarghes „ცქვიტი ძაღლი“
ფილოსოფოსთა ჯგუფი, დააარსა ანთისტენემ (436-366 წწ. ჩვ. წ.აღ.-მდე). სიტყვა ცინიკოსი „ძაღლს“ ნიშნავს. სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ამ ფილოსოფიის მიმდევარნი მაწანწალა ძაღლებივით ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ისინი „ცინოსარგად“ წოდებულ ადგილას (kunòsarghes) იკრიბებოდნენ, ათენის კედლებს გარეთ, ილისეს ნაპირზე უცხოელ სტუდენტათვის არსებულ სკოლაში. ეს ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ადამიანის სიკეთე „სიქველეში“ მდგომარეობს, რაც ცხოვრებისეულ სიამოვნებათა და კომფორტისგან სრულ დაცილებას ნიშნავს. არ მისდევდნენ დოქტრინალურ დისკუსიასა თუ კვლევას და ასკეტური ცხოვრებით კმაყოფილდებოდნენ. ცინიკოსები იყვნენ კრათეტე, მეტროკლე, იპარკია. ყველაზე ცნობილი ცინიკოსი იყო დიოგენე სინოპედან (413-323 წწ. ჩვ. წ. აღ.-მდე). ის აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას „შეშლილი სოკრატე“ უწოდეს. დიოგენე „მსოფლიოს მოქალაქედ“ თვლიდა თავს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9